
დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - 1 პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვნთან.
"ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge