მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს
საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს

საზმაუს ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე საუბრობს, ციხიდან წერილს ავრცელებს

ფორმულა|formulanews.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს.

ნოდარ ჩაჩუას თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მისგან კონკრეტული პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვს.

წერილი სრულად:

"ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს; ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს.

დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია.

მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა.

ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიარების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“.

იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს.

დანარჩენზე – მოგვიანებით…”.

ნოდარ ჩაჩუა 6 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაკავებულია მისი მეუღლეც, ლალო ბერაია, რომელიც PosTV-ის ყოფიილი ჟურნალისტია. მას ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ადვოკატი: 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს

ადვოკატი: 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს

ფორმულა

რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და კურსი შეცვალა

რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და კურსი შეცვალა

ფორმულა

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ირანის მუქარის გამო აშშ-მა ბრიტანული სამხედრო ბაზიდან თვითმფრინავები სასწრაფოდ გაიყვანა

ფორმულა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

75 წლის ასაკში პროევროპული აქციების მარტვილელი მხარდამჭერი, მზისა გაბეშია გარდაიცვალა

ფორმულა