მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ვოლგოგრადში „ლუკოილის“ ქარხანაზე დრონებით შეტევის შემდეგ ბენზინგასამართებთან რიგები გაჩნდა
ვოლგოგრადში „ლუკოილის“ ქარხანაზე დრონებით შეტევის შემდეგ ბენზინგასამართებთან რიგები გაჩნდა

ვოლგოგრადში „ლუკოილის“ ქარხანაზე დრონებით შეტევის შემდეგ ბენზინგასამართებთან რიგები გაჩნდა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სავარაუდო დრონებით თავდასხმას ადგილობრივ მოსახლეობაში შეშფოთება მოჰყვა. აფეთქებებისა და საწარმოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალაქის ავტოგასამართ სადგურებთან საწვავის შესაძენად გრძელი რიგები წარმოიქმნა.

რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის სამხრეთ სამრეწველო ზონაში მდებარე ერთ-ერთ საწარმოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიციალურ განცხადებაში კონკრეტული ობიექტის დასახელება არ მომხდარა.

თუმცა, უკრაინული მონიტორინგის არხებისა და ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სწორედ „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, რომელიც ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

საწარმოში ხანძრის რამდენიმე კერის არსებობის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც გაავრცელა. გამოცემის ცნობით, დასკვნა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეომასალის ანალიზს ეფუძნება.

ინციდენტის ფონზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ვოლგოგრადის ავტოგასამართ სადგურებთან ავტომობილების რიგები ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ საწვავის მარაგის შევსება თავდასხმის დასრულებამდე დაიწყო, რაც შესაძლო დეფიციტის მოლოდინს უკავშირდებოდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა მასშტაბის დაზიანება მიიღო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ და რამდენად აისახება მომხდარი საწარმოს მუშაობასა და რეგიონში საწვავის მიწოდებაზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა