
პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.
მისი თქმით, პლენუმმა ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
მისი განმარტებით, მოსამართლის მიერ დასმული კრიტიკული ან მწვავე შეკითხვები არ ნიშნავს, რომ მას საქმეზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. რევაზ თქმით, სასამართლო ვალდებულია, მხარეებს ყველა პრეტენზიასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვას, რათა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობით მიმართეს.
ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ სხდომაზე თქვა: "მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე".
ფორმულა
წყარო: formulanews.ge