მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მოსკოვში აფეთქებული მანქანის საქმე: აზაროვის ყოფილი პრესმდივანი მძიმე მდგომარეობაშია
მოსკოვში აფეთქებული მანქანის საქმე: აზაროვის ყოფილი პრესმდივანი მძიმე მდგომარეობაშია

მოსკოვში აფეთქებული მანქანის საქმე: აზაროვის ყოფილი პრესმდივანი მძიმე მდგომარეობაშია

ფორმულა|formulanews.ge

მოსკოვში, კიროვოგრადის ქუჩაზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის აფეთქების შედეგად, რომელშიც რუსული მედიის ცნობით უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი აზაროვის ყოფილი პრესმდივანი სერგეი ზავოროტნი იმყოფებოდა, მძიმე მდგომარეობაშია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებზე დაყრდნობით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოფიციალურად მისი ვინაობა არ სახელდება. მიუხედავად ამისა, გამოცემა „კომერსანტისა“ და ტელეგრამ-არხების (Shot, Mash) ცნობით, თავდასხმის სამიზნე სწორედ სერგეი ზავოროტნი იყო, რომლის მდგომარეობაც ამჟამად მძიმეა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი სახლის ეზოდან გადიოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

ცნობისთვის, სერგეი ზავოროტნი, რომელიც ამჟამად პრიმორსკის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორია, უკრაინიდან გაქცევის შემდეგ ავტორია წიგნისა „როგორ დაკარგა რუსეთმა უკრაინა“. მისი შეფი, ნიკოლაი აზაროვი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2010-2014 წლებში (პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობისას) იყო. 2014 წლის „ევრომაიდანის“ მოვლენებისა და იანუკოვიჩის გადადგომის შემდეგ აზაროვიც რუსეთში გაიქცა.

უკრაინაში მას სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი აქვს წაყენებული და საერთაშორისო ძებნაშია, აგრეთვე მოქმედებს აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები. დასავლური სპეცსამსახურების ცნობით, აზაროვი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვი მას 2022 წელს უკრაინაში შეჭრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილავდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა