
მარნეულში საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 94 450 ლარი დაიხარჯება
მარნეულში საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 450 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი გამოცემის, Marneulinews.ge-ს სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა სხვადასხვა აქტივობისა და საზეიმო ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, თანხა მოხმარდება სცენის მოწყობას, განათებისა და გახმოვანების უზრუნველყოფას, მუსიკალური ჯგუფების მოწვევას, სადღესასწაულო დეკორაციების განთავსებასა და აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე მოლაპარაკე წამყვანების დაქირავებას.
გავრცელებული ცნობით, საახალწლო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი მუსიკალური და გასართობი პროგრამა, ლაზერული შოუ და ფეიერვერკი. ასევე მოეწყობა სპეციალური საახალწლო სივრცეები და ბავშვებისთვის გასართობი აქტივობები, პატარებს კი 500 სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემათ.
ცნობილია, რომ მარნეულში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge