მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ

მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ

ფორმულა|formulanews.ge

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან ერთად თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი - ინფორმაციას "ქართული ოცნების" განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ.

აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა განათლების სისტემის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ამის ნათელი მაგალითია - ეს არის ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების, ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი", - თქვა ოცნების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

შეთანხმება ქალაქ პეკინში 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში მომავალ კვირას გაიმართება

ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში მომავალ კვირას გაიმართება

ფორმულა

თავისუფლების მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

თავისუფლების მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ფორმულა

კოტეჯების აშენების ნაცვლად მოტყუებით დაეუფლა 160 000 ლარს - დააკავეს 1 პირი

კოტეჯების აშენების ნაცვლად მოტყუებით დაეუფლა 160 000 ლარს - დააკავეს 1 პირი

ფორმულა

აშშ-ში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა

აშშ-ში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა

ფორმულა