მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ფორმულა|formulanews.ge

დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ უფროსს რამაზ ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ამავე საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

თავდაპირველად, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა

ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა

ფორმულა

პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

ფორმულა

ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფორმულა

ხაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ის და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ხაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ის და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ფორმულა