
შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ "ფეისბუქ-პოსტთან" დაკავშირებით სამართალწარმოება დაიწყო
ფორმულა|formulanews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე მის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხება. საქმის მასალები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა. მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge