მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სამი ადამიანის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
სამი ადამიანის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს

სამი ადამიანის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანის დაჭრისთვის ეძებდნენ.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:, - წერია უწყების განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ

კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი?"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი?"

ფორმულა

პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

ფორმულა

მეუფე გიორგი ჯამდელიანი "ოცნებას" - ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი

მეუფე გიორგი ჯამდელიანი "ოცნებას" - ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი

ფორმულა