მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივები
საგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივები

საგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივები

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა.

ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო კავშირების გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

აღნიშნულია, რომ ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე, ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში კატარული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.

"ასევე, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს, ალ ქასრ ჯგუფის ხელმძღვანელს, შეიხ ნაიეფ ბინ ეიდ ალ-თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჯგუფის მიერ მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო საქმიანობის შემდგომი გაფართოების საკითხები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ლარის გამყარების გამო, საქართველოს საგარეო კრედიტების მომსახურებაში წელს ₾237 მილიონი დაეზოგა | აუდისტის დასკვნაBM.GE
  • ჩინეთთან ურთიერთობას არ განვიხილავთ საპირწონედ რომელიმე სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებისთვის - ეს არაა საპირწონე ევროკავშირთან ან შტატებთან ურთიერთობისა - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →სავაჭრო →

მსგავსი სტატიები

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

ფორმულა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

ფორმულა

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო

ფორმულა

თელავში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა