მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

ფორმულა|formulanews.ge

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) გმობს ჟურნალისტის, გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას, რომელიც ეხება ჟურნალისტის მიმართ 2024 წელს პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას.

ინციდენტი 2024 წლის ნოემბერში, თბილისში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას მოხდა.

აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, გავრცელებული ინფორმაციით, მას არ მისცეს დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომებზე დასწრების უფლება. როგავას თქმით, მას არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ვერსია მომხდარის შესახებ ან სასამართლოსთვის ეცნობებინა მიყენებული ზიანის თაობაზე.

"როგავას, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი იყო, 2024 წლის ნოემბერში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია გახდა საჭირო.

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ პოლიციელს, გურამ კირკიტაძეს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სამი წლით აუკრძალა პროფესიული საქმიანობის განხორციელება. თუმცა, კვლავ არსებობს სერიოზული კითხვები დამნაშავის იდენტიფიცირებასა და გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. როგავა ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ სწორედ კირკიტაძემ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.

სავარაუდო დამნაშავე მაისში დააკავეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავად როგავამ და ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და საჯაროდ დაასახელეს პოლიციელი, რომელიც, მათი ვარაუდით, პასუხისმგებელი იყო მომხდარზე.

ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების დროს არსებულ ფართო დაუსჯელობის სინდრომს; პოლიციელებისა თუ სხვა პირების მიერ განხორციელებული თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.

საქართველოში დაუსჯელობის წრის გარღვევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. IPI კვლავაც მოითხოვს სრულ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას ყველა იმ ქართველი ჟურნალისტის საქმეზე, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო გახდნენ თავდასხმის სამიზნე", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვსრუსთავი 2
  • დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხატვ პირველი
  • აზერბაიჯანში NGO-ების საქმიანობის შეჩერება სასამართლოს გარეშეც გახდება შესაძლებელიBM.GE
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
სასამართლოს →პროცესი →

მსგავსი სტატიები

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე: ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა

ფორმულა

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო

ზელენსკი ყირიმის ხიდის დაზიანებაზე: რუსეთს შევახსენებთ - ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო

ფორმულა

თელავში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

საგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივები

საგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივები

ფორმულა