
„სამი ცხედარია ამოსვენებული“ — თემურ მღებრიშვილი ფონიჭალაში მიმდინარე სამუშაოების შეასახებ
ფორმულა|formulanews.ge
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა სულ სამი ცხედარი ამოასვენეს.
„ამ დროისთვის ნანგრევებიდან ორი ქალბატონისა და ერთი ბავშვის ცხედარია ამოსვენებული. სავარაუდოდ, ერთ-ერთი გარდაცვლილი თიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანის ძებნა კვლავ მიმდინარეობს — ადგილზე დარჩენილებს შორის არის ბავშვიც. გარდაცვლილი ბავშვი იდენტიფიცირებული არ არის. სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ადგილზე 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს“, — განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge