
ივანიშვილის განცხადება ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე
"ქართული ოცნება" ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის და მისი ცოლის განცხადებას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უბედური შემთხვევის შედეგად უბინაოდ დარჩენილ 28 ოჯახს საცხოვრბელს შეუძენენ.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთმიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge