მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკომისიამ უკრაინას 8 მილიარდამდე ევრო გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას 8 მილიარდამდე ევრო გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას 8 მილიარდამდე ევრო გადაურიცხა

ფორმულა|formulanews.ge

დღეს ევროკომისიამ უკრაინას 7.9 მილიარდი ევრო გამოუყო ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა კვლავ აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიული ომისგან.

ეს არის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ტრანში უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის [Ukraine Facility] ფარგლებში.

"უკრაინა რეფორმებს კვლავ წარმატებით ახორციელებს და ამავდროულად ყოველდღიურად იცავს თავს. დღეს ჩვენ თითქმის 8 მილიარდ ევროს ვრიცხავთ — ეს დღემდე განხორციელებული ყველაზე მსხვილი გადახდაა. ეს ნათლად ადასტურებს, რომ რეფორმების რეალურ პროგრესს რეალური შედეგები და სარგებელი მოაქვს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, სანამ ის გამძლეობას იჩენს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევს", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ეს უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული მეცხრე ტრანშია. აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის აღდგენის, რეფორმების დღის წესრიგისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად.

თანხის გამოყოფას წინ უძღოდა უკრაინის მიერ სხვადასხვა სტრატეგიულ სექტორში რეფორმების წარმატებით განხორციელება. მათ შორისაა:

სასამართლო სისტემის რეფორმა; კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა; ფინანსური ბაზრები; საჯარო აქტივების მართვა; ადამიანური კაპიტალი; ბიზნესგარემო; დეცენტრალიზაცია და რეგიონული პოლიტიკა; ენერგეტიკის სექტორი; აგროსასურსათო ბაზარი; ციფრული ტრანსფორმაცია; მწვანე ტრანზიცია და გარემოს დაცვა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • უკრაინის თემაზე ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროპის მონაწილეობით მალე გაიმართება - მერციBM.GE
  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →ევრო →

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანზე სხვადასხვა დროს იძალადა, ემუქრებოდა მოკვლით - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანზე სხვადასხვა დროს იძალადა, ემუქრებოდა მოკვლით - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

ფორმულა

მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა

მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ზაზა ბიბილაშვილი გააძევა

ფორმულა

პატიმრის წამებაში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პატიმრის წამებაში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

ფორმულა