
ანატოლი გიგაურმა გლდანის ციხე დატოვა
ფორმულა|formulanews.ge
აქციებზე დაკავებული ანატოლი გიგაური თავისუფალია. მან 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ გლდანის ციხე დატოვა.
გიგაურს სასჯელის ვადა დღეს ამოეწურა.
გიგაურს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge