
უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდა
ფორმულა|formulanews.ge
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დრონმა დაარღვია.
საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებელი ძალები და საშუალებები აამოქმედა.
გაცემული იყო ობიექტის ჩამოგდების ნებართვა, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პოტენციური საფრთხის გამო სამხედროებმა დრონი აღარ ჩამოაგდეს.
"პოლონეთის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდება საჰაერო სივრცეში არსებულ სიტუაციას, ამასთან, საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის მუდმივ მზადყოფნაში არიან", - აღნიშნულია განცხადებაში.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge