მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს

მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს

ფორმულა|formulanews.ge

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი წერს, რომ საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საზღვრისპირა სოფლებში არ არის არანაირი შემოსავლის წყარო და გაუგებარია რატომ უხსნიან ადამიანებს სოციალურ დახმარებას, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლები ნგრევის პირასაა.

"ახლა ვნახე ჩვენი სტუდენტი გოგო, ერთი თვის გზის ფული მივეცი და პლუს ხანდახან რომ ყავასა და ნამცხვარზე შევიდეს. მიხაროდა ძალიან და ღიმილი პირზე შემაშრა. მამამისი მეუბნება, სოციალური მოგვიხსნესო.

კარგით რა, ხალხო, კარგით რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი. ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, არ არის არანაირი შემოსავლის წყარო, სარწყავი წყალიც კი არ მოდის, რომ რამე მოიყვანონ.

გასაგებია, რომ ითხოვს კანონი, უნდა გადაამოწმო, რომ მიხვალ და შეხედავ სახლს და დანგრევაზეა, რაღად უნდა შესვლა შიგნით, რა, ლიფტს გააკეთებდნენ თუ აუზს?!", - წერს მამა ლევანი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხალხის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: ერთ-ერთმა გვერდმა, ხალხის შეცდომაში შესაყვანად, თარიღის გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, სინამდვილეში, ეს მშიშარა ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია, აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავსრუსთავი 2
  • რას მალავენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ხალხის ჯიბიდან თითქმის 20 მილიონი ლარი ჩააბარეს? - TIტვ პირველი
  • ეს განცხადებები სპეკულაციურია, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზეBM.GE
  • „არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”ნეტგაზეთი
ხალხის →

მსგავსი სტატიები

კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს

კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს

ფორმულა

ქუთაისი-ბერლინის რეისი მგზავრის ჯანმრთელობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ქუთაისი-ბერლინის რეისი მგზავრის ჯანმრთელობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ფორმულა

უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდა

უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდა

ფორმულა

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ფორმულა