ორიგინალი
ბელარუსის უწყება: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
ფორმულა·21:26

ბელარუსის უწყება: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

25 ნოემბერი, 2026 · 21:26

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 19 ნოემბერს მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, მიხაილ გალუზინმა და გიორგი ზურაბაშვილმა მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გააგრძელონ.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, რიჟენკოვმა ამის შესახებ 25 ნოემბერს გომელში, ბელარუსისა და რუსეთის საგარეო უწყებების კოლეგიების ერთობლივი სხდომის შემდეგ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.

„მხარეებმა ურთიერთნდობის განმტკიცებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა“, განაცხადა რიჟენკოვმა და დაამატა, რომ მინსკში ამას შეხვედრის მთავარ შედეგად მიიჩნევენ.

აღნიშნულ შესაძლებლობაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია და არც რუსულ მხარეს.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ,,ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ,,ოცნების'' პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „რიგი შეთანხმებების“ მიღწევის შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით გალუზინმა დააზუსტა, რომ ამ ფორმატში შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ,,ოცნიებს" თბილისის ინიციატივით, მხარეები საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზეც შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ ქართულ მხარეს შეხვედრის ადგილად მინსკის შერჩევის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მთავარი დიალოგის დროულად გამართვა იყო. მინისტრის მტკიცებით, აღნიშნულ კონტაქტებს „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩანაცვლებასთან.

ახალ ფორმატს კრიტიკულად აფასებენ დიპლომატები და ანალიტიკოსები. „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებაში“ მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების მინდობა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმას“ წარმოადგენს, ხოლო ადგილად მინსკის არჩევა საგარეო კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

ანალიტიკოს გიორგი მელაშვილის შეფასებით კი, ვიდრე მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საელჩოები აქვს გახსნილი, რუსეთთან ამ დონეზე პირდაპირი დიალოგის დაწყება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: formulanews.ge
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბელარუსის უწყება: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

თემა: თბილისში

ამ თემას 27 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ინფო 9·20:39
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • რუსთავი 2·20:34
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • იმედი·20:17
    ორმაგი სტანდარტი და „დიფ სთეითის“ ხელწერა - ოფიციალური თბილისი მინსკში გამართულ შეხვედრას და რუსული მხარის ინიციატივებს არგუმენტებისგან დაცლილს და ოპოზიციის დღის წესრიგზე მორგებულს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • აიპრესი·18:42
    თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისშიზურაბაშვილიდიალოგი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფორმულა·21:43

აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის შედეგების გამოცხადება გადადო

აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის შედეგების გამოცხადება გადადო
ფორმულა·20:47

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
ფორმულა·20:46

იბიცას სანაპიროსთან ტანკერის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

იბიცას სანაპიროსთან ტანკერის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
ფორმულა·20:45

გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს

გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.