კშიშტოფ ბრეიზა: მხარს ვუჭერ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა, საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ორი წელია ევროპული მომავლისთვის შეუპოვრად იბრძვის.
"ორი წელი სიმამაცის, შეუპოვრობისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის დაუღალავი ბრძოლისა.
ჩვენ გვახსოვს ყველა პოლიტპატიმარი და ვითხოვთ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მე მხარს ვუჭერ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.
საქართველო ევროპაა!", - წერს ევროპარლამენტარი.
