ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა - ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თავდაპირველად, ინფორმაცია, ადგილობრივმა გამოცემა "ინფო იმერეთმა" გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლამდე კაცი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
