ორიგინალი
800 000 ლარამდე თანხის მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელი დააკავეს
ფრონტნიუსი·10:51

800 000 ლარამდე თანხის მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელი დააკავეს

26 ნოემბერი, 2026 · 10:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას – ჯამში 800 000 ლარამდე, რომელიც პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. 800 000 ლარამდე თანხის მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელი დააკავეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·11:44

ComCom-მა თემაზე "AI და მისი პრაქტიკული გამოყენება" თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა

ComCom-მა თემაზე "AI და მისი პრაქტიკული გამოყენება" თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა
ფრონტნიუსი·11:28

უკრაინამ რუსეთს ასობით დრონით დაარტყა - სამარაში დიდი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იწვის

უკრაინამ რუსეთს ასობით დრონით დაარტყა - სამარაში დიდი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იწვის
ფრონტნიუსი·10:37

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ფრონტნიუსი·10:24

რუსთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მწყემსად მუშაობის დროს ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა

რუსთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მწყემსად მუშაობის დროს ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.