ანა წითლიძე - ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში? ძალიან სირცხვილია!
მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე წერს.
"ვინ გადაწყვიტა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?
ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს?
ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-სი?
ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში? ძალიან სირცხვილია!
მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე", - წერს წითლიძე.
