ორიგინალი
ბექა ვაჭარაძე - ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს
ფრონტნიუსი·12:24

ბექა ვაჭარაძე - ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს

26 ნოემბერი, 2026 · 12:24

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - „ბიზნესის დღე 2026“ მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ბექა ვაჭარაძემ ეკონომიკური განვითარების კორპორაციის დირექტორთან, ირაკლი გაბრიაძესთან ერთად, ფოთისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ბიზნესის დღე 2026“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის, სამომავლო შესაძლებლობების განხილვისა და ახალი თანამშრომლობის მიმართულებების გამოკვეთისთვის.

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის ფონზე, ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ეკონომიკური განვითარების კორპორაციის საკუთრება გახდა. ეს ქალაქისთვის ახალი საინვესტიციო და საწარმოო შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ქალაქის ზღვისკენ შემობრუნება და მისი უნიკალური ტურისტული, სპორტული და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება.

ჩვენი ხედვაა, ახალი გენერალური გეგმის საფუძველზე ფოთი ჩამოყალიბდეს თანამედროვე საპორტო, საწარმოო და ლოგისტიკურ ცენტრად, პარალელურად კი განვითარდეს როგორც მიმზიდველი ტურისტული ქალაქი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფოთის როლი როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა რეგიონში ბიზნესკავშირების გაძლიერებას, ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ბექა ვაჭარაძე - ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·12:17

გიგა ლემონჯავა - ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, გთხოვთ ყველას, მოხვიდეთ, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის

გიგა ლემონჯავა - ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, გთხოვთ ყველას, მოხვიდეთ, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის
ფრონტნიუსი·12:12

გივი თარგამაძე - ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს

გივი თარგამაძე - ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს
ფრონტნიუსი·11:12

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
ფრონტნიუსი·10:30

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.