ორიგინალი
გიგა ლემონჯავა - ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში
ფრონტნიუსი·23:50

გიგა ლემონჯავა - ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში

28 ნოემბერი, 2026 · 23:50

2024 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენს საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მძიმე პერიოდებისა, ხალხი მაინც აპროტესტებს და ცდილობს, შეცვალოს არსებული მდგომარეობა.

"2024 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენს საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში. მძიმე პერიოდი იყო რამდენადაც „ქართული ოცნების" რეჟიმმა იკადრა საკუთარი მოქალაქეების წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, პატიმრობა და ყველაფერი რისი კადრებაც რეჟიმს შეეძლო.

დღეს აქ დგას ხალხი სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, რომელთა წინააღმდეგ რუსული კანონი მიიღეს. იმედოვნებდნენ, რომ მათ საქმიანობას შეაჩერებდნენ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ამ ხალხმა ბრძოლა გააგრძელა.

დღეს აქ დგანან პროფესორები, მასწავლებლები, რომელთაც თავისუფალი აზრის გამო დევნიდნენ და დღესაც დევნიან, სჯიან, რომ მათი ბრძოლა შეაჩერონ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ვერც შეაჩერებენ.

დღეს აქ დგანან პოლიტიკური პატიმრები, რომელთაც წლები წაართვეს. მათ ციხეები დატოვეს და დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან და ჩვენთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის.

გაიხედეთ რეჟიმის მხარეს - მათი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ციხეში ზის, დაყოფილია კრიმინალურ კლანებად და ჩაძირულია კორუფციაში. ქურდბაცაცა რეჟიმის წარმომადგენლები დანოსების დაწერასა და ჩვენებების მიცემას საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგ ერთმანეთს ასწრებენ", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. გიგა ლემონჯავა - ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·23:46

ლევან ცუცქირიძე - ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში

ლევან ცუცქირიძე - ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში
ფრონტნიუსი·23:23

გიგი წერეთელი - ჩვენ ყველა და თქვენ, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს

გიგი წერეთელი - ჩვენ ყველა და თქვენ, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს
ფრონტნიუსი·23:23

ირაკლი კობახიძე - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპა მოახერხებს აღორძინებას და საბოლოო ჯამში ჩვენ გავხდებით სწორედ ღირსეული ევროკავშირის წევრი

ირაკლი კობახიძე - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპა მოახერხებს აღორძინებას და საბოლოო ჯამში ჩვენ გავხდებით სწორედ ღირსეული ევროკავშირის წევრი
ფრონტნიუსი·23:06

ირაკლი კობახიძე - წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები

ირაკლი კობახიძე - წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.