ორიგინალი
გიორგი ზურაბაშვილი - ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
ფრონტნიუსი·00:10

გიორგი ზურაბაშვილი - ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული

26 ნოემბერი, 2026 · 00:10

მოლოდინი მქონდა, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა.

მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა.

„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.

რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქცირებასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. გიორგი ზურაბაშვილი - ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·00:25

ნაჩო სანჩეს ამორი - სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში

ნაჩო სანჩეს ამორი - სანქციების კალათა გვჭირდება ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში
ფრონტნიუსი·00:21

იუკნევიჩიენე - სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე

იუკნევიჩიენე - სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
ფრონტნიუსი·00:18

მალგოჟატა გოშევსკა - კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნეს დაპატიმრებული, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს

მალგოჟატა გოშევსკა - კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნეს დაპატიმრებული, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს
ფრონტნიუსი·00:15

გიორგი ზურაბაშვილი - რუსეთის მხარემ დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, ეს ყველაფერი მიმართულია, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს

გიორგი ზურაბაშვილი - რუსეთის მხარემ დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, ეს ყველაფერი მიმართულია, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.