ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ
ფრონტნიუსი·22:47

ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ

28 ნოემბერი, 2026 · 22:47

აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყო ის არაერთი შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, მათ შორის გაზის მოცულობასთან დაკავშირებით, გაზის ფასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს რუსეთთან მიმართებით აქვს აბსოლუტურად მკაფიოდ გავლებული წითელი ხაზები.

"თურქეთიდან და რუსეთიდან, მერწმუნეთ, არავინ ტუქსავს საქართველოს ხელისუფლებას, ამას არავის არ ვაკადრებინებთ. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო დაპირებაც და პოზიციაც ამასთან დაკავშირებით. არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება იყოს ჩვენზე დიდი, შეიძლება იყოს ჩვენზე ეკონომიკურად განვითარებული და ასე შემდეგ, არც ერთ ქვეყანას, არც ერთ სახელმწიფოს არ აძლევს არც ერთი ჩვენი თანამდებობის პირი არც დატუქსვის საშუალებას და არც ზემოდან ყურების საშუალებას. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი, რაც შემიძლია გავაკეთო.

იგივე ეხება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და ასე შემდეგ. სხვათა შორის, აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყო ის არაერთი შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, მათ შორის გაზის მოცულობასთან დაკავშირებით, გაზის ფასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მეგობრობისა და ღირსეული დამოკიდებულების გარეშე ასეთი რაღაცები არ ხდება. რუსეთთან მიმართებითაც თქვენ იცით, რომ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ გავლებული წითელი ხაზები და არასდროს გადაგვიხვევია ამ წითელი ხაზებისთვის და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ შევშფოთდით იმ არასწორი დამოკიდებულებით, რომელიც ჩვენს ღირსებასაც შეეხო, ხომ იცით, რეაქცია გვქონდა ღვინის საკითხთან დაკავშირებით, ხომ, როდესაც ყოველგვარი ფაქტების გარეშე შეიყვანეს სიაში ქართული ღვინის კომპანიები — იქაც ძალიან ხმამაღლა გავაკეთეთ განაცხადი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, სადაც ეს სჭირდება ეროვნულ ინტერესებს, იქ ყოველთვის გვიჭირავს სათანადო პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 254 სტატია.

  • კვირა·22:53
    ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
  • იმედი·22:52
    ირაკლი კობახიძე: ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება
  • ინფო 9·22:51
    ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე
  • კომერსანტი·22:50
    4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.