ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - შარშან და შარშანწინ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა
ფრონტნიუსი·22:39

ირაკლი კობახიძე - შარშან და შარშანწინ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა

28 ნოემბერი, 2026 · 22:39

შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია

"რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას - დემოგრაფიული ვითარება ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი არის დაკავშირებული შობადობასთან და გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები. ეს ტენდენციები ახასიათებს მთელი ევროპის მასშტაბით ქვეყნებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას აქვს იდეოლოგიური საფუძველი, მათ შორის მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვათა შორის, აქაც უცხოურ დაფინანსებაზე როცა არის საუბარი, თავს რომ გვახვევდნენ ამ გენდერულ ე.წ. იდეოლოგიას, ათას უბედურებას, რასაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. აი, ამ ყველაფერმა გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგები. ერთი სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დახედოთ მსოფლიო რუკას, სადაც არის კეთილდღეობის ყველაზე დაბალი დონე, იქ არის ყველაზე მაღალი შობადობა და პირიქით. ეს არის სამწუხარო რეალობა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს, სამწუხაროდ, შობადობის გაზრდის საშუალებას. მსოფლიოში მეორე ადგილზე არის, მაგალითად, ღაზის სექტორი შობადობით - ერთ ქალზე მოდის 8,3 ბავშვი; პირველ ადგილზეა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებული აფრიკული ქვეყანა და ასე შემდეგ. პირდაპირ, მარტივად, ხელისგულზე დევს, დახედეთ რუკას, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო მაღალია შობადობა და პირიქით. ეს არის ძალიან მკვეთრი ტენდენცია, რომელიც ფიქსირდება.

რაც შეეხება დემოგრაფიის მეორე ნაწილს მიგრაციას, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში. ორი წელია, ზედიზედ გვაქვს უკვე პლუსი, პლუს 1000 და პლუს 2000 იყო ამ ორი წლის განმავლობაში, მცირე, მაგრამ პირველად დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ორი წელია, გვაქვს ეს მაჩვენებელი. აქ ზუსტად რომ ეკონომიკური ზრდა მოქმედებს ამ ყველაფერზე, ანუ ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - შარშან და შარშანწინ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 254 სტატია.

  • კვირა·22:53
    ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
  • იმედი·22:52
    ირაკლი კობახიძე: ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება
  • ინფო 9·22:51
    ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე
  • კომერსანტი·22:50
    4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.