ორიგინალი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით
ფრონტნიუსი·22:26

ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით

28 ნოემბერი, 2026 · 22:26

ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ პიარული რისკისა, რაც სპეკულაციებთან იქნებოდა დაკავშირებული, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპული ამოცანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, სწორედ ამის გამო აღიძრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები.

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა როცა დავიწყეთ, გვესმოდა თავიდანვე, რომ ისევ და ისევ სპეკულაციებისთვის იქნებოდა გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ - აი, თქვენვე აღიარეთ, რომ თქვენივე მაღალი თანამდებობის პირი იყო კორუფციაში, მეორე იყო, მესამე, მეოთხე. რა თქმა უნდა, ეს გვესმოდა, მაგრამ ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ პიარული რისკისა, რაც სპეკულაციებთან იქნებოდა დაკავშირებული, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპული ამოცანა. სწორედ ამის გამო აღიძრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები. მათ შორის, თქვენ რომ ახსენეთ 41-მილიონიანი საქმე, ეს არის ზუსტად ის საქმე, რაც ჩვენ გამოვიძიეთ. ასე არ არის? თქვენ ხომ არ გამოგიძიებიათ, ჩვენ გამოვიძიეთ და ამის გამო აღიძრა საქმე. იგივე ეხება სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

რაც შეეხება კორუფციას. რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, ათჯერ, ოცჯერ მაინც: წარმოადგინეთ ერთი ფაქტი, მაგალითად ჩემთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, უფრო დაბალი რგოლის პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თანამდებობის პირთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი წარმოადგინეთ კორუფციის და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერც ერთი ფაქტი ვერავინ ვერ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ კუთხით მართვის სისტემაში გასული ორი წლის განმავლობაში. გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ გასული ორი წლის განმავლობაში, ამიტომ ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ფაქტს კორუფციასთან დაკავშირებით. ვერც ერთი ფაქტი ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთ მინისტრთან დაკავშირებით, ვერც ერთ მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით ამ ორი წლის მანძილზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს კორუფციის ნიშნებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით

თემა: კობახიძე

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 254 სტატია.

  • კვირა·22:53
    ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
  • იმედი·22:52
    ირაკლი კობახიძე: ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება
  • ინფო 9·22:51
    ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე უმაღლესი განათლების დონეზე
  • კომერსანტი·22:50
    4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.