კახეთში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 4 მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა სახის ნივთებს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
