ორიგინალი
სალომე ზურაბიშვილი - 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე
ფრონტნიუსი·22:53

სალომე ზურაბიშვილი - 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე

25 ნოემბერი, 2026 · 22:53

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე. ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ერთობის დროა.

"არავის გვჭირდება იმის შეხსენება, რას ნიშნავს 28 ნოემბერი, რა მოხდა ორი წლის წინ, როგორ გადადგა ამ რეჟიმმა ყველაზე უფრო ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი ისე, რომ ხალხისთვის არ უკითხავს. ხალხის სურვილის საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ალბათ, არც არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის იქ ვარ მე. ასეთ დღეებში მე ვარ და 28 ნოემბერსაც უთუოდ ვიქნები ხალხთან ერთად. ვცდილობ ხოლმე, რომ ყოველ შაბათს მარშზე ვიყო და გავიზიარო ის, რაც არის ხალხის განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვართ თანახმა, ამ რეჟიმმა ჩვენი მომავალი წაგვართვას. არათუ ვიქნები თქვენთან ერთად 28 ნოემბერს, არამედ მე მგონია, რომ არავის არ აქვს არანაირი გამართლება იმის, თუ რატომ არ უნდა მივიდეს. გასაგებია ის, რომ ამ ორი წლის მანძილზე ადამიანები სხვადასხვაგვარად მიუდგნენ ამ პროტესტს. ბევრს არ შეუძლია და ნამდვილად გმირობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ყოველდღე უწყვეტად დგანან პარლამენტის წინ. ეს ყველას არ შეუძლია და არც ყველას მოეთხოვება. არც შაბათის მარშზე შეუძლია ყველას მისვლა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ბევრი მიზეზია და ყველა გასაგები და მისაღებია, მაგრამ 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის განმავლობაში მოხდა, თუ როგორ ჩამოშორდა ქვეყანა არა მარტო ევროპულ მომავალს, არამედ საკუთარ თავს. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე დიდი დანაშაული ამ რეჟიმის, რომ ჩამოგვაშორა ჩვენს თავს, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი შვილების მომავალი გაანადგურა ან ცდილობს, რომ გაანადგუროს, ცდილობს, რომ წაგვიყვანოს სხვაგან, სადაც ნამდვილად არ არის საქართველოს გზა და მომავალი.

ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიდგეთ და ჩვენს თავთან დგომა არის ის, რაც 28 ნოემბერს ყველას, თითოეულ ჩვენგანს გვევალება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენი ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას აანონსებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. სალომე ზურაბიშვილი - 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·23:32

ზელენსკი - უკრაინა საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემის პირველ პროტოტიპებს უკვე ზამთარში გამოცდის

ზელენსკი - უკრაინა საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემის პირველ პროტოტიპებს უკვე ზამთარში გამოცდის
ფრონტნიუსი·23:09

მიხეილ სარჯველაძე თოდუას კლინიკის ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ სარჯველაძე თოდუას კლინიკის ახალი სტაციონარის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ფრონტნიუსი·23:05

ხატია დეკანოიძე - ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს

ხატია დეკანოიძე - ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს
ფრონტნიუსი·21:12

ირაკლი კობახიძე - 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში

ირაკლი კობახიძე - 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.