ორიგინალი
სულხან თამაზაშვილი - დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული
ფრონტნიუსი·17:09

სულხან თამაზაშვილი - დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული

27 ნოემბერი, 2026 · 17:09

ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერია ჩვენი საუბარი, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, - ამის შესახებ შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

"ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერია ჩვენი საუბარი, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი. აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როდესაც ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე დღის პირველ ნახევარში გვქონდა ინფორმაცია. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი. ამაზე ჰქონდათ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ საზღვარზე მოახდინა ეეფქტური პრევენცია.

„ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია საზღვარზე, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე, ჯერ კიდევ მატჩამდე, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას. ავუხსენი, მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს, სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება, მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით 14.00-15.00 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო. არცერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩემს კოლეგასთან ამით დავიწყე საუბარი, რაზეც მადლობა გადაგვიხადა. შემდეგ ჰქონდათ კითხვა, მაგალითად, დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, რატომ გახდა ამის აუცილებლობა და ვუპასუხე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხრიდან. კადრებშიც ჩანს, რომ იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის, ეს კანონით არის მოწესრიგებული უეფას მიერ. ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა, სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, აკრძალულია. უეფას დელეგატის სტადიონზე იმყოფებოდა, ყველა მატჩის წინ ტარდება მატჩისწინა თათბირი, ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის, განხილული იყო ეს საკითხი და უეფას წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშის, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა დაირღვა და უეფას დელეგატმა მიუთითა, შეთანხმებისამებრ ეს უნდა აიღოთ. ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: frontnews.ge
  1. მთავარი
  2. ფრონტნიუსი
  3. სულხან თამაზაშვილი - დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ფრონტნიუსი·18:35

ლევან სანიკიძე - სამარცხვინო სანახავია, რაც დაგვემართა, უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს, ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია

ლევან სანიკიძე - სამარცხვინო სანახავია, რაც დაგვემართა, უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს, ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია
ფრონტნიუსი·18:14

შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
ფრონტნიუსი·17:54

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ნოემბრიდან: დოლარი – 2.5911, ევრო – 2.8406, ფუნტი – 3.4016 ლარი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ნოემბრიდან: დოლარი – 2.5911, ევრო – 2.8406, ფუნტი – 3.4016 ლარი
ფრონტნიუსი·17:16

სულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა და აქ არიან ქომაგები, რომლებსაც აქვთ ასეთი არაადეკვატური ქმედებები

სულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა და აქ არიან ქომაგები, რომლებსაც აქვთ ასეთი არაადეკვატური ქმედებები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.