თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლ "ბერიკონის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე მოადგილეებთან - ზვიად ბაზაძესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბერიკონის“ საიუბილეო კონცერტს დაესწრო.
ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერიკონი“ დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საიუბილეო ღონისძიება კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
