ორიგინალი
აშშ-ს პოლონეთში სამი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
GHN·17:13

აშშ-ს პოლონეთში სამი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

25 ნოემბერი, 2026 · 17:13

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ვარშავა კვლავ ელოდება ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებას პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე.

ამის შესახებ მინისტრმა პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ისეთი რეაქცია, როგორსაც ველოდით, არ ყოფილა“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვაშინგტონის დუმილი მშვიდობის მიღწევის სურვილით არის განპირობებული თუ ამერიკულ მხარეს დამატებითი დეტალების მიღება სურს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვარშავა მომხდარის შესახებ პენტაგონს მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლები პოლონეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რაკეტების ნამსხვრევების შესწავლაშიც მონაწილეობდნენ.

კოსინიაკ-კამიშმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აუხსნის, რა შედეგებს აწყდებიან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე Х-101 ტიპის სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. პოლონეთის ხელისუფლებამ მომხდარის გამო ნატო-ს საგანგებო შეხვედრაც მოიწვია. ალიანსმა პოლონეთში საჰაერო ადრეული გაფრთხილების AWACS-ის თვითმფრინავის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. აშშ-ს პოლონეთში სამი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

თემა: მინისტრი

ამ თემას 8 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·20:50
    აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ამით კუმარ მიშრას შეხვდა
  • იმედი·20:46
    აზერბაიჯანში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა - რა საკითხები განიხილეს მაღალი დონის შეხვედრებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • რუსთავი 2·16:45
    მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა
  • ნეტგაზეთი·16:01
    “მოლდოვაში ევროპული ინტეგრაციის იდეის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ შეასრულა” — მინისტრი
მინისტრიპოლონეთისრუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·19:35

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე - სალომე ზურაბიშვილი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე - სალომე ზურაბიშვილი
GHN·19:19

არ ვიცოდი, რომ 2022 წელს რუსული ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე შეტევას დაიწყებდნენ - ალექსანდრ ლუკაშენკა

არ ვიცოდი, რომ 2022 წელს რუსული ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე შეტევას დაიწყებდნენ - ალექსანდრ ლუკაშენკა
GHN·18:58

სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ევროკავშირი ძლიერ გუნდს გაგზავნის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ევროკავშირი ძლიერ გუნდს გაგზავნის - ურსულა ფონ დერ ლაიენი
GHN·18:56

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.