საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან ათენში გამართა და ოვერტაიმში 92:88 გაიმარჯვა.
მატჩის ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა და ძირითადი დრო 75:75 დასრულდა – გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.
ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებს 5-5 პერსონალური შენიშვნების გამო რატი ანდრონიკაშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე ვერ დაეხმარნენ, მიუხედავად ამისა, ქართველმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს – 92:88.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
მომდევნო შეხვედრას ქართველები 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.
