ორიგინალი
რუმინეთი ნატო-ს ჰიბრიდული თავდასხმების მოგერიებაში დახმარებისკენ მოუწოდებს
GHN·22:39

რუმინეთი ნატო-ს ჰიბრიდული თავდასხმების მოგერიებაში დახმარებისკენ მოუწოდებს

27 ნოემბერი, 2026 · 22:39

რუმინეთი ნატო-ს მოუწოდებს, რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ზომები შეიმუშაოს. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დან ნეკულესკუმ განაცხადა. ინფორმაციას dpa ავრცელებს.

ნეკულესკუს განმარტებით, ჰიბრიდული თავდასხმები შეიძლება მოიცავდეს სამხედრო, ეკონომიკურ, სადაზვერვო და პროპაგანდისტულ ოპერაციებს, რომელთა უკან მდგომი სახელმწიფოებიც ხშირად საკუთარ მონაწილეობას მალავენ. ამასთან, ასეთ თავდასხმებს მიეკუთვნება კიბერშეტევები და დეზინფორმაციული კამპანიები, რომელთა მიზანი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაა.

მინისტრის თქმით, ამ დრომდე მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შიდა საქმედ მიიჩნეოდა.

„ჩვენ გვჭირდება სულ მცირე სიტუაციის ერთობლივი შეფასება და სისტემატურად უნდა ვეძებოთ კავშირები. ერთი და იგივე აქტორები დგანან გერმანიაში, ესტონეთსა და რუმინეთში განხორციელებული თავდასხმების უკან?“ - განაცხადა ნეკულესკუმ.

მისი თქმით, ზოგიერთი მოკავშირე მხარს უჭერს მიდგომას, რომლის მიხედვითაც თავდაცვა ნატო-ს ოპერატიულ ამოცანად უნდა იქცეს. თუმცა, სხვა მოკავშირეები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის რისკი გაზარდოს.

მინისტრმა რუსეთი შავ ზღვაზე ექსკლუზიური კონტროლის დამყარებისკენ სწრაფვაში დაადანაშაულა.

„რუსეთს სურს, რომ იქ სხვა არავინ იმყოფებოდეს. თუმცა ჩვენ იქ ვართ - რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნები. ჩვენ გვაქვს როგორც თავდაცვის, ისე მშვიდობის უფლება“, - განაცხადა მან.

ნეკულესკუს თქმით, შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების სუსტ წერტილად იქცევა.

„ევროპის არცერთ სხვა რეგიონში არ ვაწყდებით იმდენ ინციდენტს, რომლებსაც რუსეთს ვუკავშირებთ: დრონებით თავდასხმებს, საზღვაო ნაღმებსა და სავაჭრო გემებზე თავდასხმებს“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. რუმინეთი ნატო-ს ჰიბრიდული თავდასხმების მოგერიებაში დახმარებისკენ მოუწოდებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·22:53

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე ათამდე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე ათამდე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
GHN·21:24

დააკავეს პირი, რომელმაც თერჯოლაში მამა მოკლა

დააკავეს პირი, რომელმაც თერჯოლაში მამა მოკლა
GHN·21:18

USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა - კობახიძე

USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა - კობახიძე
GHN·21:01

გულსატკენია, როდესაც ასეთ შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და არასწორი ქმედებებით პასუხობენ, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მოვუწოდებ ქართველ პროვოკატორებს, თავი შეიკავონ სამარცხვინო განცხადებებისგან - კობახიძე ბათუმზე

გულსატკენია, როდესაც ასეთ შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და არასწორი ქმედებებით პასუხობენ, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მოვუწოდებ ქართველ პროვოკატორებს, თავი შეიკავონ სამარცხვინო განცხადებებისგან - კობახიძე ბათუმზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.