მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ საჩხერის მუნიციპალიტეტში დაასრულა, შედეგად მაღალი დაინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყველაზე მეტი - 116 ტრენინგი ჩაატარა და უპრეცედენტო რაოდენობის - 1700 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას სერტიფიცირებული ტრენინგები, სრულიად უფასოდ, ოთხივე მოდულით: „ციფრული წიგნიერება”, „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ. პროგრამამ საჩხერის მუნიციპალიტეტის 20 სამიზნე სოფელი - არგვეთი, ბახიოთი, ჭალა, ჭალოვანი, ჩიხა, დარყა, ღონა, იტავაზა, ჯალაურთა, ჯრია, კორბოული, ქვედა ორღული, ქვემო ხევი, მოხვა, ნიგვზარა, პერევი, სარეკი, ბაჯითი, შომახეთი, ცხამი მოიცვა. მონაწილეთა შორის იყვნენ სკოლისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები, მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ბიბლიოთეკარები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიასახლისები, შშმ პირები, ადგილობრივი მეწარმეები, დროებით უმუშევარი პირები და სხვა. ტრენინგების ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტები და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, ასევე, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, შესაძლო გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და სხვა. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან ახორციელებს, მიზნად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების სწავლებას ისახავს. პროგრამაში მონაწილეობა სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, 14 წელს ზემოთ ასაკიდან, უფასოდ შეუძლია. კომუნიკაციების კომისია 20 მუნიციპალიტეტის სამიზნე 300-ზე მეტი სოფლიდან და დასახლებული პუნქტიდან უკვე 14,000-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი