
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
იმედი|imedinews.ge
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. მუზეუმების სამუშაო დრო კი 10:00 -დან 18:00 საათამდეა. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ამას გარდა, ამ დღის აღსანიშნავად დამთვალიერებლებისთვის უფასო იქნება შესვლა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებშიც
1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელ მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 150 ქვეყნის მუზეუმებში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და ღონისძიებები ეწყობა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge