
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
იმედი|imedinews.ge
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 მოქალაქე, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge