მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

იმედი|imedinews.ge

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივნისის მდგომარეობით 7.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, ზოგიერთი კითხულობდა, რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია - იგივე არჩევანი კვლავ ჩვენს წინაშეა, რადგან კოსმოსი ახალ ეპოქაში შედის

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS -2026 ესწრება, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS -2026 ესწრება, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი

იმედი

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

იმედი

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

იმედი