მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა
2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა

2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა

იმედი|imedinews.ge

ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის საფუძველს ქმნის და მის მომავალს განსაზღვრავს. ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაცია, გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება. ამ თემებზე გამოცდილების გაზიარება საჯარო სერვისების მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს ღონისძიების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაერო-ს მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, წარმატებით ახორციელებს.

მაღალი დონის ფორუმი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

გამარჯვებულ პროექტები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში 12 საუკეთესო ინოვაციური პროექტი გამოვლინდა. ფორუმზე 700 ინოვაციური პროექტი იყო წარდგენილი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა.

3-დღიან ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თანამედროვე, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე იმსჯელეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი