მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა
2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა

იმედი|imedinews.ge

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა.

ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მისაღები ადგილების შესახებ, რომლებზეც აპლიკანტებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ. მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს, მათ შორის 12 სახელმწიფო და 6 კერძო. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მიმდინარე მიღების ფარგლებში ჯამში გამოცხადებულია 2302 ადგილი, საიდანაც 2112 ადგილი განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის, ხოლო 190 ადგილი - სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამის სტანდარტზე დაფუძნებული 60-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მომავალი მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება. პროგრამების ხანგრძლივობა არანაკლებ ერთ სასწავლო წელს შეადგენს, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაბამის საგანში მიღებული შედეგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია საბაზო პროფესიული უნარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

იმედი

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

იმედი

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

იმედი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები