მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა
2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა

იმედი|imedinews.ge

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული.* სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.

ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რუსული დრონებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორების მოსახსნელად - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩვენ გავაკეთებთ“

ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რუსული დრონებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორების მოსახსნელად - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩვენ გავაკეთებთ“

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ

მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს

იმედი

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა - 7 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა - 7 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი