
26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
ამბროლაურში მოეწყობა თემატური, ინტერაქტიული სივრცე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას და ქვეყნის ავიაციის ისტორიას. კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარების და პროგრესისკენ სწრაფვას. სივრცე იქნება ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფუნქციური, სადაც წარმოდგენილი იქნება თემატური ინსტალაციები, საგამოფენო ელემენტები და საბავშვო აქტივობები. პროექტის მიზანია შექმნას ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი და გასართობი.
ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: ავიაციის თემატიკის შემეცნებით სტენდს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს, მათ შორის სასრიალო თვითმფრინავსა და პინგპონგის აქტივობას, ასევე სიმულაციურ გამოცდილებას თვითმფრინავში, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge