ორიგინალი
პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
იმედი·16:41

25 ნოემბერი, 2026 · 16:41

პოლონელი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური გაერთიანება „კონფედერაციის“ წარმომადგენელმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკიმ, X-ზე ევროკავშირის 2028–2034 წლების ახალი ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭირონ, რადგან ის მათი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ევროპარლამენტარმა პოსტში ბიუჯეტის კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, პოლონეთს ტვირთად დააწვება, მათ შორისაა უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფა.

„ძალიან ცუდი ამბები ბრიუსელიდან - ჩვენი გაყვლეფა სურთ!

აი, ახალი ბიუჯეტი, რომელსაც ევროკავშირის „ელიტები“ მომდევნო 7 წლისთვის გვთავაზობენ! ნახეთ, რისთვის უნდა გავიღოთ ფული:

100 მილიარდი ევრო უკრაინისთვის (დასაწყისისთვის, რადგან უკვე ამბობენ, რომ ეს თანხაც საკმარისი ნამდვილად არ იქნება).

100 მილიარდი ევრო ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ბიუროკრატიული აპარატის ფუნქციონირებისთვის.

ETS-ის გადასახადიდან, რომელიც პოლონელებს კომუნალურ ხარჯებს უძვირებს, მიღებული შემოსავლების 30% პირდაპირ ბრიუსელს უნდა გადავცეთ.

თამბაქოს აქციზიდან ევროკავშირის ბიუჯეტში თავდაპირველად 4,7 მილიარდი ევრო (დაახლოებით 21 მილიარდი ზლოტი) უნდა გადავრიცხოთ, საბოლოოდ კი ეს თანხა შესაძლოა, 8,2 მილიარდ ევრომდე (36 მილიარდ ზლოტამდე) გაიზარდოს.

ასევე უნდა გადავცეთ ელექტრონული ნარჩენების მოსაკრებლიდან, ციფრული მომსახურებისა და ნახშირბადის სასაზღვრო (CBAM) გადასახადებიდან მიღებული თანხები.

თითქოს ეს არ კმაროდეს, გერმანელები სხვა სახელმწიფოების დაფინანსების საკითხებში ვეტოს უფლების გაუქმებასაც მოითხოვენ, რათა მომავალ წლებში, ევროკავშირმა ყველა ჩვენგანის ხარჯზე უკრაინაში იმდენი ფული გადაისროლოს, რამდენიც მოესურვება და ეს ყველაფერი დაჩქარებული ტემპით ხდება. მართალია, ბიუჯეტის შეთანხმების ვადა მხოლოდ 2027 წლის ბოლოს იწურება, მაგრამ ევრობიუროკრატებს ამ საკითხის მოგვარება საფრანგეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებამდე სურთ. 2028–2034 წლების მთელი ბიუჯეტი ერთი დიდი დაცინვაა. როგორც ვხედავთ, ათობით მილიარდი ზლოტი, რომელიც პოლონეთის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს, ერთგვარი ხარკის სახით ევროკავშირის ბიუჯეტში აღმოჩნდება. მხოლოდ თამბაქოს აქციზიდან თითქმის ორჯერ მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკაში ჩვენი წილის მიხედვით გვეკუთვნის!

ვერ წარმომიდგენია, მთავრობა ასეთ უსამართლობას დათანხმდეს. ეს პოლონეთის გაყვლეფის ბიუჯეტია, რომელსაც მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს!“, - წერს ევროპარლამენტარი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიონჩკოვსკა-ჰერნიკი: ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი პოლონეთის ძარცვას ემსახურება, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ - მხარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • ფორმულა·19:15
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • პოსტივი·19:05
    საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
  • აიპრესი·18:56
    გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
  • რუსთავი 2·18:54
    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა - აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მორიგი რეზოლუცია ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
ევროკავშირისუკრაინისმხარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·20:06

მაია სანდუ: ჩვენ ყველა ველით ეკონომიკურ ზრდას, ყველა ველით მთავრობისგან სასწაულებს ეკონომიკაში, მაგრამ აქაც სასწაულების მოლოდინი დიდად არ უნდა გვქონდეს

მაია სანდუ: ჩვენ ყველა ველით ეკონომიკურ ზრდას, ყველა ველით მთავრობისგან სასწაულებს ეკონომიკაში, მაგრამ აქაც სასწაულების მოლოდინი დიდად არ უნდა გვქონდეს
იმედი·19:31

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება
იმედი·19:22

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“, საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან

იმედი·19:00

ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.