ორიგინალი
ირაკლი კობახიძე: ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები
იმედი·15:34

26 ნოემბერი, 2026 · 15:34

ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, მეტი ქვეყანა არ არსებობს, მოლდოვას ხომ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რატომ არავინ ეუბნება რომ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დიდ გულზე არავინ არ უნდა იყოს საქართველოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

„როდესაც საუბრობ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, ბუნებრივია, ვერ აერიდები რეგიონულ კონტექსტს, აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა, ეს ყოველთვის განიხილებოდა და ამ შემთხვევაშიც იქნა განხილული. ეს ყოველთვის იყო ორმხრივი ფორმატი. ჟენევის ფორმატი იყო სხვა ფორმატი, დღესაც ნარჩუნდება და იქ არიან ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, რაც შეეხება ჯერ აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ახლა ზურაბაშვილი-გალუზინის ფორმატს, ეს არის სრულიად სხვა ფორმატი, აქ არარელევანტურია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.

დიპლომატიური ურთიერთობები პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ორმხრივად დამყარებული ოფიციალურად ასეთი ურთიერთობა. ორ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან საელჩოები და დიპლომატიური ურთიერთობები თავისი ყველა ატრიბუტით, თავისი შესაბამისი ტექნიკური, თუ არატექნიკური მხარით. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ერთი რამეც მინდა, გაგახსენოთ დიდ გულზე რომ არიან კონკრეტული ქვეყნები, კონკრეტული სახელმწიფოები, ორად ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები, არ ვთვლი ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ზოგადად არ ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, იშვიათად ამყარებენ სხვა ქვეყნებთან, ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, მეტი ქვეყანა არ არსებობს. ასეთ ფონზე დიდ გულზე არიან. მოლდოვას ხომ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რატომ არავინ ეუბნება მოლდოვას, რომ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. დიდ გულზე არავინ არ უნდა იყოს საქართველოსთან. 500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც შემიძლია გავიმეორო, რომ ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები

თემა: უკრაინის

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • რუსთავი 2·14:30
    პრემიერი: სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე პუნქტი აბსურდია
  • აჭარის ტელევიზია·12:40
    კუშნერი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, მისი თქმით, შეთანხმების მიღწევამდე შედეგზე საუბარი ნაადრევია
  • პალიტრა ნიუსი·12:39
    რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობა - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და რას აცხადებენ მსოფლიო ლიდერები?
  • პოსტივი·11:54
    დავით ქართველიშვილი: „მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ “ქართულ ოცნებაზე”, ამასთანავე, რუბრიკაში “Записки сумасшедшего”, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო“
უკრაინისკობახიძეურთიერთობების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:44

შალვა პაპუაშვილი: რუსეთთან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობის ერთადერთი ბარიერი გვაქვს - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ბარიერი არ იარსებებს

იმედი·15:39

გარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მიმდინარეობს ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები

იმედი·15:38

ნიკოლ ფაშინიანი: ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, თუმცა მოვიდა დრო, რომ მომდევნო წლებში სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს

ნიკოლ ფაშინიანი: ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, თუმცა მოვიდა დრო, რომ მომდევნო წლებში სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს
იმედი·15:33

ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე: საბიუჯეტო სარგებელი დაახლოებით 2 მლრდ ლარის მოცულობისაა, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.