ორიგინალი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
იმედი·17:14

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

26 ნოემბერი, 2026 · 17:14

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტი, გასვლითი სხდომების ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

მისი თქმით, რეგიონებში გასვლითი საკომიტეტო სხდომების მიზანია რეგიონებში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე განხილვა.

კომიტეტის წევრები დისკუსიის ფორმატით იმსჯელებენ, თუ რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე.

სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი თქმით, რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლებიც შეეხება როგორც გზების მოწესრიგებას, ასევე წყალმომარაგების სისტემებისა და სასწავლო დაწესებულებების მშენებლობას.

მინისტრის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში 450 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის გამოცხადება იგეგმება, რომელიც რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბორჯომი-ახალციხისა და ახალქალაქთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისთვის. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის სასწავლო დაწესებულებების კუთხით სამინისტრო რეგიონში არსებული შენობების რეაბილიტაციას, ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას გეგმავს.

მინისტრის თქმით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობისთვის სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მანვე განსაკუთრებულად გამოყო ბაკურიანის პროექტი, რომელიც 24-საათიან წყალმომარაგებას შეეხება.

კომიტეტის გასვლით სხდომაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ილაპარაკეს.

ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოები შეაფასეს.

აღინიშნა, რომ მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სპეციალური ტექნიკის შეძენა, ძველი და ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მხრიდან დასმულ საკითხებსა და 2027 წელს დაგეგმილ პროექტებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ილაპარაკეს.

კომიტეტის გასვლით სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „სვანეთისა და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში შემდეგი დაცული ტერიტორიები შეიქმნება: მყინვარის ეროვნული პარკი, ლეჩხუმის ეროვნული პარკი, ხვამლის აღკვეთილი და ბუნების 10 ძეგლი.

მისი თქმით, აღნიშნული ეროვნული პარკებისა და აღკვეთილის მართვისთვის ორი ადმინისტრაცია შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

გასვლით სხდომაზე კომიტეტის წევრები ტყითსარგებლობის პროცესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციას გაეცნენ, რომელიც სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ წარმოადგინა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, პარლამენტის წევრი, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანტონ ობოლაშვილი და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 15 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • კომერსანტი·12:26
    ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია - ჯარედ კუშნერი
  • ალია·12:25
    ჯარედ კუშნერი – ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია
  • კვირის პალიტრა·11:43
    ტრამპის სიძის სკანდალური განცხადება - "ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია"
  • ამბები.ge·11:33
    "ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის გროსმაისტერია" - ჯარედ კუშნერი
პოლიტიკისპარლამენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედი·17:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
იმედი·17:12

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო „იგლ ჰილსის“ პროექტზე: თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარებას

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო „იგლ ჰილსის“ პროექტზე: თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარებას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.