ორიგინალი
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
იმედი·17:52

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

26 ნოემბერი, 2026 · 17:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის შემადგენელი სტეფანწმინდის შემოსავლითი გზის (მშენებლობის პირველი ეტაპი) რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი E117 ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის ნაწილია და სტეფანწმინდა-გველეთის მშენებარე მონაკვეთს შეუერთდება.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი 4.13 კმ-იანი გზისა და 3 ახალი ხიდის მშენებლობა.

არსებული გზა გადის დასახლებულ პუნქტებში, რაც იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება და გზის არსებული პარამეტრები არ აკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი გზა კი, რომელიც დაბა სტეფანწმინდას შემოუვლის, გვერდს აუვლის დასახლებულ პუნქტებს, რაც უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებზე სატრანსპორტო მოძრაობით გამოწვეული ზემოქმედების თავიდან აცილებას.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გერგეტთან მისასვლელი გზის კვეთაზე წრიული მოძრაობის მოწყობა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის 9 კმ-იანი გვირაბისა და სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 143 862 240 ლარს შეადგენს.

სატენდერო წინადადებების მიღება 2027 წლის 06 იანვარს დაიწყება და 11 იანვარს დასრულდება.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=710000&lang=ge

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:03

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
იმედი·18:50

ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინაში გაიგზავნონ ის მიგრანტები, რომელთა დეპორტაციაც წარმოშობის ქვეყნებში შეუძლებელია - საუბარია, კერძოდ, სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებზე

იმედი·18:45

პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე: ჩემი აზრით, პრემიერმა ჩამოართვა ბრიუსელს უფლება - საქართველოსთვის დღის წესრიგი განესაზღვრა - ბრიუსელი გააგრძელებდა დიქტატით საუბარს და უფრო მეტი რყევის, დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა „გავუთიშეთ“

იმედი·18:41

POLITICO: ევროკავშირის ლიდერების სამიტი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა, რომლებიც შვიდწლიანი ბიუჯეტის შემცირებას ითხოვდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დემარში მოუწყვეს და მოლაპარაკებების სესიები დატოვეს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.