ორიგინალი
მაია ომიაძე: საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი
იმედი·17:58

მაია ომიაძე: საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი

26 ნოემბერი, 2026 · 17:58

საერთაშორისო კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციები განიხილეს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, - ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონფერენცია „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“.

საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა.

მაია ომიაძის განცხადებით, თბილისის კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სექტორში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსოფლიოში არსებული ტენდენციები განიხილეს.

„კონფერენციის უცხოელმა სპიკერებმა ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. თავის მხრივ, მათთვისაც საინტერესო იყო ქართული ტურიზმის მაგალითების გაცნობა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა - საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

საერთაშორისო კონფერენციას ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. ღონისძიების სამი თემატური სესიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლებმა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და კურორტების ბრენდინგის, მარკეტინგის, ასევე მართვის თანამედროვე მიდგომის საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ომიაძე: საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·18:53

პოლონელი ევროპარლამენტარი: არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე

იმედი·18:47

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
იმედი·18:38

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს
იმედი·18:35

ჩეხეთის პრემიერი: კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, პირდაპირ თუ ირიბად, 520 მილიარდი ევრო მიიღო, ბატონმა ზელენსკიმ კი 90 მილიარდი ევრო მიიღო, სავარაუდოდ, 2026 და 2027 წლებისთვის - ახლა მას კიდევ 70 მილიარდი ევრო სჭირდება, ამიტომ მინდა ვიკითხო, რა არის მიზანი? ვაპირებთ, რომ ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადავუხადოთ უკრაინას? და როდემდე? რამდენი წელი?

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.