ორიგინალი
ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა
იმედი·18:14

ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა

26 ნოემბერი, 2026 · 18:14

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და სტაბილურად ვითარდება - ბანკების კაპიტალიზაცია, ლიკვიდობა და მომგებიანობა მაღალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-თან მიმდინარე თანამშრომლობას. ბანკი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას უწევს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებისა და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა, დერივატივების საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება და კაპიტალის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერა.

„EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში. დღეისთვის ერთ-ერთ მსხვილი პორტფელი გააჩნია სხვადასხვა პროექტში და მათ შორის თითქმის ნახევარი დაბანდებულია ქართულ საბანკო სისტემაში. ქართული ბანკებისთვის ეს არის რესურსი, რომელიც ჩაედინება ეკონომიკაში როგორც ლარის, ისე დოლარის გასესხების გზით. ამ ეტაპზე EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების სახით გრძელდება, ვეხმარებით ბანკებთან მათ ურთიერთობას. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე. აღინიშნა, თუ რამდენად მდგრადია საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, როგორ ვითარდება ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ძალიან მიმზიდველია ინვესტირებისთვის და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს დასახული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. EBRD მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს და რეალურ ეკონომიკას საქართველოში - მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ქალ მეწარმეებს, ეკონომიკის გამწვანებას. ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ და კვლავაც გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის ფარგლებში, გავაცანით ფინანსურ სექტორთან მიღწეული პროგრესი. ასევე გავცალეთ მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა საუკეთესო საერთაშორისო დონეზე დარჩეს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ფრენსის მალიჟმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:22

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც სიტყვა „ევროპარლამენტს“ ვამბობ, საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან

იმედი·19:00

ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს

იმედი·18:53

პოლონელი ევროპარლამენტარი: არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე

იმედი·18:47

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.